ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება

ნატო-საქართველოს ურთიერთობები და სამომავლო გეგმები – ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება და ამ საკითხებს განიხილავს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს. გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

ანა ბროლაძე ბრიუსელიდან.