ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში მიმდინარე განხილვა კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ეს არის კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო იზოლირებული ხდება. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაწყებული პროცესები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების მიმართ მნიშვნელოვანი მექანიზმები შანტაჟისთვის გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს.