ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის შესაძლო გამარტივების საკითხი კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოში პოლიტიკური სისტემა არ გადაიტვირთება, დიდი რისკია უვიზო მიმოსვლის ინსტრუმენტი შეჩერდეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის წამოჭრით, „დიფ სთეითი“ და ევროპაში არსებული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელებას ცდილობს. შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს.