ბრიუსელის პოლიტიკა 

21:21, 18.12.2025

უცვლელი მოთხოვნები ბრიუსელიდან და გაყოფილი პოზიციები ევროპარლამენტში – თბილისში არაერთგვაროვნად ფასდება საქართველოს შესახებ ახალი წერილობითი შეფასება, რომელიც კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო ანგარიშის ნაცვლად გუშინ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნების სახით მიიღეს. რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და ძალადობის ღია მხარდაჭერა – ეს გზავნილები ამოიკითხა მმართველმა გუნდმა ბრიუსელის ახალი მოთხოვნებიდან. ევროპული საბჭოს მოწოდებები საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ადეკვატური რეაქციაა ოპოზიციისთვის. საქართველოს საკითხი გუშინ მხოლოდ ევროპული საბჭოს დღის წესრიგში არ ყოფილა. ჩვენი ქვეყნის შესახებ დებატები გაიმართა ევროპარლამენტშიც, სადაც პოზიციები გაიყო. ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად კონკრეტული კანონების გაუქმება, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება, რეფორმები – ევროპარლამენტარების ნაწილი ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს, თუმცა გაისმა კრიტიკა თავად ევროკავშირის პოლიტიკის და პოზიციონირების მიმართ. ცალკეულმა დეპუტატებმა ევროპელ ლიდერებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე და მთავრობის შეცვლის მცდელობებზე მიუთითეს და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდეს.

ხმაურიანი გამოსვლები ბრიუსელში და არანაკლებ რეზონანსული გამოხმაურება თბილისიდან – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

მსგავსი