ბრიუსელის პოლიტიკა – თბილისის და ვაშინგტონის პოზიციები 

21:36, 12.12.2025

ბრიუსელიდან ვაშინგტონის მისამართით საპასუხო მძიმე რეაქციები არ წყდება – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შემდეგ ახალ გზავნილს ევროკომისიის პრეზიდენტი აჟღერებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გაცნობის და ტრამპის კრიტიკული შეფასებების პასუხად ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებს, ევროპულ დემოკრატიაში არ ჩაერიოს. ინტერვიუში ევროკავშირის მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს სუვერენიტეტის მნიშვნელობას და არ უარყოფს, რომ აშშ-თან ევროპის ურთიერთობა შეიცვალა. ამერიკა-ევროპის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს ტრამპის თანამოაზრის და ყოფილი თანაგუნდელის, მილიარდერ ილონ მასკის განცხადებები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიდგომების და ნარატივის იდენტურია. ამჯერად მასკის კრიტიკის სამიზნეები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებსაც ევროპის კონტროლსა და მოქალაქეებისთვის დემოკრატიის წართმევაში ადანაშაულებს. ვაშინგტონიდან ბრიუსელის მისამართით გაჟღერებული და ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამძაფრებული გზავნილები ზუსტად ემთხვევა ბრიუსელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შეფასებებს და მძიმე ტენდენციებზე მითითებებს. ოფიციალური თბილისი ბოლო წლებში ევროკავშირის ლიდერების პოზიციონირებას სწორედ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აცხადებს.

 

მსგავსი