ბრიუსელის პოლიტიკა და საქართველო 

ბრიუსელის მისამართით ოფიციალური თბილისის რიტორიკა კიდევ უფრო მწვავდება.

მმართველი გუნდის მკვეთრად ნეგატიური რეაქციის მიზეზი კაია კალასის ის განცხადება ხდება, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა შტატების პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების კრიტიკის საპასუხოდ გაავრცელა. კალასის გზავნილმა, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა და ვაშინგტონმაც იგივე უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“  ბრიუსელის არასამართლიან და შერჩევით დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ევროპელი ელჩების და დიპლომატების მონაწილეობა ანტისახელისუფლებო აქციებში, მოწოდებები ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, პერმანენტული მწვავე კრიტიკა და მითითებები სხვადასხვა კანონის გაუქმებაზე – ამ და სხვა ქმედებებს მმართველი პარტია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აცხადებს და მოითხოვს განმარტებებს, რატომ მოქმედებს ბრიუსელი ორმაგი სტანდარტით პარტნიორებთან ურთიერთობისას. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ევროპაში არსებულ ღირებულებით კრიზისზე საუბრობს, ბრიუსელი თბილისის ურთიერთობებში მხოლოდ ქართული მხარის ბრალეულობას ხედავს ოპოზიცია და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.