ბრიუსელის პოლიტიკა და საქართველო

ბრიუსელი თბილისისგან ევროკომისიის ბოლო ანგარიშში გაჟღერებული მოთხოვნების შესრულებას ელოდება.

უკან დახევა და ხალხის სურვილების არ გათვალისწინება – საქართველოზე საუბრისას ამ კრიტიკული შეფასებების ავტორი ევროკომისარი მარტა კოსია, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა. მარტა კოსის მოწოდებაა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად მთავრობა სხვანაირად უნდა მოიქცეს. მანამდე ევროკომისიის დღის წესრიგში მთელი დაფინანსების სამოქალაქო სექტორისა და მედიისკენ მიმართვა რჩება. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილები. როგორც ყოველთვის, მინისტერიალის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარებში ოფიციალური თბილისის მისამართით განსაკუთრებით მწვავე იყო ლიეტუვის პირველი დიპლომატი, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას დემოკრატიულ უკუსვლად მიიჩნევს და ერთადერთ გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს.

მწვავე გზავნილების ავტორებს არანაკლები სიმწვავით პასუხობენ თბილისიდან. განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ფრაზებმა გამოიწვია, სადაც ევროპელი ლიდერები ქართველ ხალხს ახსენებენ.