ბრიუსელის პოლიტიკა
რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის განახლებას: ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მონაწილეთა გუშინდელი განცხადებების გამო ოფიციალური თბილისის რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და ხელისუფლების მიერ ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევაზე ისაუბრა და აქცენტი პარტიების აკრძალვის გეგმასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე გააკეთა. მმართველი გუნდის ლიდერები დიალოგის აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მანამდე ევროკავშირის ხელმძღვანელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.