ბრიუსელის პოლიტიკა 

21:28, 07.09.2026

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ – საკითხი ევროკავშირის ლიდერების ახალი გზავნილების ფონზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში მწვავე უთანხმოების და დაპირისპირების თემაა. ოპოზიცია ევროკავშირის გაფართოების მიღმა საქართველოს დატოვებას მმართველი პარტიის პოლიტიკას უკავშირებს და ბრიუსელთან ურთიერთობის შეჩერებაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს აკისრებს. ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“. ხელისუფლების პოზიციაა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობა მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის თავად შეწყვიტა. მმართველი გუნდის წევრთა განმარტებით, ევროკავშირის დასუსტება „დიფ სთეითის“ ინტერესებში შედის და იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესში ევროპა სუვერენიტეტის აღდგენას შეძლებს. განცხადებები გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ბოლო გზავნილის პასუხად კეთდება. კოსმა გაფართოების პროცესზე და რეფორმირების პროცესზე საუბრის დროს საქართველო ამჯერადაც არ ახსენა.

მსგავსი