შეუჩერდება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია – „ქართული ოცნება“ ევროკომისიის მოთხოვნებს ულტიმატუმად აფასებს, ბრიუსელი კი პასუხს აგვისტოს ბოლომდე ელოდება. სწორედ ევროკომისიის რვა რეკომენდაციის შესრულება სახელდება უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების წინაპირობად. მათ შორის არის არასრულწლოვანთა დაცვისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონების გაუქმება, რასაც ხელისუფლება ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
ევროკომისიის შემდეგ, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამყარებული. სწორედ ამ მიმართულებით ელოდება ახლა ევროკავშირი საქართველოსგან მკაფიო პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების მიხედვით, არ არის გამორიცხული აგვისტოს ბოლოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.