ბრიუსელის მოთხოვნები - პოლიტიკური პოზიციები თბილისში

შეიზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში – ბრიუსელიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებების შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი კვლავ აქტუალური ხდება. ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილში ჩამოთვლილია ის რვა რეკომენდაცია, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. ვადა უკვე განსაზღვრულია – ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას 31 აგვისტომდე სთხოვს.

მმართველი გუნდი ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მოთხოვნების უკან ე.წ. დიფ სთეითი დგას. ოპოზიციისთვის კი ეს ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მინიშნებაა.

თამარ წიკლაური დეტალებით.