შეიზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში? —ბრიუსელიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებების შემდეგ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. რვა რეკომენდაციის შესრულებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მმართველი გუნდი ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მოთხოვნების უკან „დიფ სთეითი“ დგას. ოპოზიციისთვის კი ევროპის გზავნილები ხელისუფლების შეცვლის პირდაპირი მინიშნებაა.