ბრიუსელის მოთხოვნა – პოლიტიკური შეფასებების თემა
მმართველი გუნდისთვის ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილში დასახელებული ვადა ახლოვდება. ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე მისცა. მოთხოვნებს შორის არის „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გადახედვაც. უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საპირწონე რეკომენდაციებს ულტიმატუმად აფასებენ ხელისუფლებაში, სადაც აღნიშნული კანონების გადახედვას არ აპირებენ. ოპოზიცია, კი კვლავ „ქართული ოცნების“ პროპაგანდაზე საუბრობს.