ბრიუსელის გაფრთხილება კიევს - რადა კანონმდებლობას ცვლის 

კანონი, რომელიც უკრაინაში მასობრივი მღელვარების მიზეზი გახდა.

გადახედავს თუ არა უკრაინის ქალაქებში დაწყებული აქციების და დასავლელი პარტნიორების მკაცრი კრიტიკის ფონზე ვოლოდიმერ ზელენსკი რადაში დამტკიცებულ კანონს – ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეებს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და კანონპროექტის ახალი, დაბალანსებული ტექსტის წარდგენას ჰპირდება, რომლის შინაარსი ამ დრომდე უცნობია. მწვავე უკმაყოფილების მიზეზია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ორი დღის მიღებული კანონი, რომლითაც 10 წლის წინ უკრაინის მთავრობაში კორუფციასთან საბრძოლველად შექმნილი ორი უწყების – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა იზღუდება. შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცებამდე ორივე უწყებაში ჩხრეკაც ჩატარდა. კიევმა გამაფრთხილებელი გზავნილები უკვე მიიღო ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან.