ბრიუსელი ვარშავის წინააღმდეგ

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა პოლონეთიც.

როგორც ჩანს, ევროპაში შობა პოლიტიკური დრამის გარეშე ვერ ჩაივლის. ევროკავშირმა ამჯერად სიურპრიზი პოლონეთს მოუმზადა და წინასაშობაო განწყობა გაუფუჭა.

სასამართლო რეფორმის გამო დაწყებული უთანხმოება იმდენად გამწვავდა, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პოლონელებს სანქციებით დაემუქრა.

ლევან ახალაია არკვევდა, რატომ აღარ სჯერა ბრიუსელს ვარშავის და მოსალოდნელია თუ არა ბრექსიტის შემდეგ ამჯერად პოლექზითი.