ბრიტანული ავიაკომპანიები საქართველოში 

ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა. დღეიდან საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო.

ქართულ ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისი“ ოპერირებას იწყებს. საქართველო ხდება 66-ე ქვეყანა ბრიტანული კომპანიის რუქაზე. 50-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის ლაინერები თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს. „ბრითიშ ეარვეისი“ „ამერიკან ეარლაინსთან“ მჭიდროდ თანამშრომლობს, ამიტომ მგზავრებს ტრანზიტული ფრენებით სარგებლობაც შეეძლებათ. ქართული მხარე დიდი ბრიტანეთიდან მგზავრთა ნაკადის და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის ზრდას ელოდება. სიახლეა ისიც, რომ ,,ბრითიშ ეარვეისთან” ერთად საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია ,,იზიჯეტი” იფრენს.