ბრიტანეთში ტერორისტების მიმართ სასჯელის გამკაცრება იგეგმება

ლონდონში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანეთში მოწყობილ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.  28 წლის უსმან ხანმა,  ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრილია.

თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლება ტერორიზმში ბრალდებულთა მიმართ სასჯელის გამკაცრებაზე ალაპარაკდა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომელთა გამოც, საშიშმა დამნაშავემ ციხე ვადაზე ადრე დატოვა.