ბრიტანეთმა შესაძლოა, „ბიბისის“ დაფინანსება შეცვალოს

12:20, 17.12.2025

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, „ბიბისის“ დაფინანსება შეცვალოს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მაუწყებლობამ სარეკლამო დრო გაყიდოს ან ხელმისაწვდომი გამოწერით იყოს. „ბიბისის“ სამეფო ქარტიის გადახედვა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა დაიწყო. გადახედვა ათწლეულში ერთხელ ხდება და მაუწყებლისადმი ნდობის გაძლიერებას და ფინანსურ მდგრადობას ისახავს მიზნად. როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, „ბიბისი“ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ემსახურება.

მსგავსი