ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა

47-წლიანი წევრობისა და სამ წელიწად-ნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. გაერთიანებული სამეფოს არაერთ ქალაქში არსებული საზეიმო განწყობის მიუხედავად, ქვეყანაში მილიონობით ადამიანი ევროპულ პროექტში დარჩენის მომხრეა. ბრიტანეთისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა შოტლანდია, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას დამოუკიდებლად გეგმავს.