ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი წლიდან გაერთიანებულ სამეფოსა და ევროგაერთიანებას შორის ათეული წლის განმავლობაში არსებული სამოკავშირეო ურთიერთობის ჩარჩო ძირეულად შეიცვლება, თუმცა ე.წ. „ბრექსითი“ ოფიციალურად ამით არ სრულდება. შეთანხმების რატიფიკაცია ახლა პარლამენტებმა უნდა მოახდინონ – პროცესის დასრულებას კი, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს, რის შემდეგაც გზები ოფიციალურად გაიყრება. ბრიტანეთის მთავრობა სუვერენული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, ევროკავშირში კი ამბობენ, რომ ბრიუსელი ლონდონთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადის.