ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადება
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თავისუფალი სიტყვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისს განიცდის. ლიზ ტრასის თქმით, აზრის გამოხატვის გამო, ბრიტანეთში დღეში 30 ადამიანს აკავებენ. მისი განცხადებით, ბრიტანეთს ამერიკაში არსებული პირველი შესწორების მსგავსი კანონი სჭირდება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას დაიცავს.