ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკა – შეფასებები

18:26, 21.05.2026

განხილვის თემაა რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებაზე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. მმართველი გუნდი აღნიშნულს ორმაგ სტანდარტს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც თვითონ ვაჭრობენ და ამსუბუქებენ რუსეთთან სანქციებს, საქართველოსთან მიმართულებით მათი დამოკიდებულება, არასერიოზული და უსამართლოა. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული, ეს რუსეთის მისამართით არა დათმობის პოლიტიკა, არამედ  საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდანაა გამოწვეული.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელისა და საავიაციო ნავთის მისაღებად გადამუშავდება. გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა ეროვნული ინტერესების დაცვით და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებით ხსნის, ძალაში გუშინ შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთმა რუსული დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის შესყიდვა განაახლა.

მსგავსი