ბრიტანეთის სასანქციო პოლიტიკა – გამოხმაურება

12:18, 21.05.2026

განხილვის თემაა რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება. მმართველი გუნდის წევრები მას „ორმაგ სტანდარტს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც თვითონ ვაჭრობენ და ამსუბუქებენ რუსეთთან სანქციებს, აღნიშნული კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება, „არასერიოზული და უსამართლოა“. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება ირანში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული, ეს რუსეთის მისამართით „არა დათმობის პოლიტიკა, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებაა“. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება. გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა ეროვნული ინტერესების დაცვით და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემსუბუქებით ხსნის, ძალაში გუშინ შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთმა რუსული დიზელის საწვავის და საავიაციო ნავთის შესყიდვა განაახლა.

მსგავსი