ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია ლიდერობს

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კონსერვატიული პარტია ლიდერობს, რომლის სათავეშიც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია.

ამ დროისათვის მათ სულ მცირე 188 ადგილი აქვთ უკვე მოპოვებული. 125 ადგილი აქვს ლეიბორისტულ პარტიას. საერთო ჯამში, პროგნოზირებენ, რომ 650-მანდატიან თემთა პალატაში კონსერვატორები 365 ადგილის აღებას შეძლებენ, შოტლანდიის ეროვნული პარტია კი 52 მანდატს დასჯერდება.