ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს – მიზანი საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარების მხარდაჭერაა, ამისთვის კი ბრიტანეთის საგარეო უწყება მზადაა, 100 000 სტერლინგამდე გრანტი გასცეს. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ქართული დემოკრატიის მორიგ მხარდაჭერად აფასებს და ამბობს, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების საერთაშორისო მხარდაჭერით გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მხარდაჭერის ნაცვლად, „დიფ სთეითის“ მორიგ კვალს ხედავენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ, კონკრეტულმა ჯგუფებმა სახსრების მოძიება ევროპაში დაიწყეს.

თამარ წიკლაური დეტალებით