ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება – შეფასებები

18:05, 20.05.2026

ბრიტანეთის მთავრობამ, აშშ-ის მსგავსად, შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. შემსუბუქებული რეჟიმი დღეიდან შევიდა ძალაში. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტის გადაკეტვას უკავშირდება.  დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგულია მკაცრი სანქციური რეჟიმის. როგორც „როიტერი“ წერს, სანქციების შემსუბუქება ასახავს ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის მიწოდების შეფერხების შიშს, რაც ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადას უკავშირდება.

ბრიტანეთის მიერ, რუსულ ნავთობზე შემსუბუქებულ სანქციებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. ბრიტანეთში, რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა, მათ შორის, პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა, საქართველოში არ შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. საკითხი შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი