„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში, ეს არის სანქციების მიზანი, მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ სანქციებზე,“– ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განაცხადა. ელჩს კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ამასთან, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, როდესაც საქართველოში დემოკრატიული გარემო გაუმჯობესდება, შესაძლებელი იქნება, ბრიტანეთმა იფიქროს შეჩერებული პროგრამების განახლებაზე.