ბრიტანეთი მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს 

ავსტრალიის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ხდება მეორე ქვეყანა, რომელიც 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობას სრულად აუკრძალავს. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება კი 2027 წლის გაზაფხულიდან იგეგმება. მოზარდებში სოციალურ მედიის უარყოფით გავლენაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირადად ისაუბრა. გახშირებული ბულინგი, ძალადობა, მწვავე დამოკიდებულება ინტერნეტზე და ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა იმ მიზეზებს შორისა, რომლითაც კირ სტარმერი მიღებულ  გადაწყვეტილებას ხსნის.  ინსტაგრამის,  „ტიკ-ტოკისა“ და „ფეისბუქის“ აკრძალვის  გარდა, ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრად შეზღუდავს იმ ვებგვერდებსაც, სადაც უცხო პირებს მოზარდებთან უკონტროლო კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ.

ნიკა ადეიშვილი დეტალებით.