ბრიტანელი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები საქართველოში

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „სვირლ ვაინ გრუპის“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში მოინახულეს. მათთვის თბილისში, ასევე გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო. დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი.