ბრიტანელი მკვლევარის სტატია საქართველოზე

21:10, 16.11.2026

აისახება თუ არა ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობა ეუთო-ში და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე – ამ თემაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს გამოცემა Responsible Statecraft.

პუბლიკაციის ავტორი დიდი ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი იან პრაუდია, რომელიც ახლა კვლევითი ინსტიტუტის, Quincy Institute-ის არარეზიდენტი მკვლევარია. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის მიმართ წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ, რათა ორგანიზაცია კრიზისისგან იხსნან, სხვა შემთხვევაში ორგანიზაცია მომავალ წელს შესაძლოა, ხელმძღვანელობის გარეშე დარჩეს. პუბლიკაციის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის კანდიდატურას ევროპის 14 ქვეყანა ეწინააღმდეგება. ავტორის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები, კანადა, უკრაინა და რუსეთი. სტატიის ავტორი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ თბილისის ფრთხილი მიდგომა, გეოპოლიტიკური ბალანსი და 2008 წლის ომის გამოცდილება, შესაძლოა, ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის მნიშვნელოვანი იყოს. პუბლიკაციის მიხედვით, მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირეა მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს, საკუთარი თავი კიდევ ერთი დამანგრეველი ომის საფრთხის წინაშე დააყენოს, აბსურდულია. საქართველომ ეუთოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი 2026 წლის იანვარში წარადგინა. კიდევ ერთი კანდიდატურაა კვიპროსი, რომელზეც შეთანხმების მიღება ვერ ხერხდება. გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მიღებული.

მსგავსი