ბრინჯაოს ხანის საიდუმლოებები ლეჩხუმში 

21:21, 19.07.2026

ბრინჯაოს ხანის საიდუმლოებები ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშში მთიანი კოლხეთის უძველესი ცივილიზაციის ნაშთები აღმოაჩინეს. მდინარე ცხენისწყლის სანაპიროზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიწისქვეშა საგანძურს ჯერ კიდევ 2016-19 წლებში მიაგნო, სადაც გვიანი ბრინჯაოს ხანის სპილენძის სადნობი 20-ზე მეტი სახელოსნო გამოვლინდა, ეს კომპლექსი თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთის ტერიტორიაზე აქამდე ცნობილ მსგავს ძეგლებს შორის. კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დოღურაშში კვლევები წელსაც გაგრძელდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ახლანდელი ლეჩხუმის ტერიტორიაზე უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოო ცენტრი ჯერ კიდევ 3000 წლის წინ არსებობდა.

პრეისტორიული ხანის უნიკალური აღმოჩენები  ნატა ტაბიძისა და ვახო ლეკიაშვილის  რეპორტაჟში #მოამბერეგიონები 

მსგავსი