ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა
91 წლის ასაკში ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა. ცნობილი ფრანგი მსახიობი პარიზში დაიბადა და თავდაპირველად ბალეტით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ ფოტომოდელი და მსახიობი გახდა. მას პოპულარობა მოუტანა კინოსურათმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომლის რეჟისორიც როჟე ვადიმია. ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. 1980-იანი წლებიდან ბრიჯიტ ბარდო იყო ცხოველების აქტიური დამცველი. 1987 წელს მან დააფუძნა ფონდი, რომელიც ცხოველებს იცავდა და ამ მიზნით 3 მილიონი ფრანკი შეაგროვა.