ბრიფინგი სურსათის ეროვნულ სააგენტოში

„რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც ამჟამად იყიდება მაღაზიებში, არის უსაფრთხო“ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ზურაბ ჩეკურშვილის ინფორმაციით, არსებული პარტიები, რომლებშიც დაფიქსირდა აფლატოქსინი, სრულად არის ამოღებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება აღმოჩნდა არა ქართულ, არამედ აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ რძეში, რომელსაც „სოფლის ნობათი“ საკუთარ წარმოებაში იყენებს.

მეტი უსაფრთხოებისთვის გადაწყდა, რომ ყველა იმპორტირებული რძე, რომელიც საქართველოში შემოვა, სრულად შემოწმდება.