ბრიფინგი სურსათის ეროვნულ სააგენტოში

სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების კასტრაცია, სტერილიზაცია, ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში ბრიფინგი გაიმართა. დეპარტამენტის წარმომადგენელმა თენგიზ ჩალიგავამ განაცხადა, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, მისმა უწყებამ კახეთში, იმერეთსა და ზუგდიდში  ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ტესტირების რეჟიმში ჩაატარა, რა დროსაც გარკვეული გამოწვევები გამოვლინდა. მათ შორის საზოგადოების წინასწარ სათანადო ინფორმირებულობა. ჩალიგავას თქმით, მომავალში  ვეტერინარიის დეპარტამენტი მიკედლებულ ძაღლებზე პასუხისმგებელ პირებს, წინასწარ შეათანხმებს კასტრაცია/სტერილიზაციის დროს და ადგილს. ასევე ძაღლების აყვანისა და დაბრუნების საკითხებს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებელი პირი უარს განაცხადებს ძაღლის გადაყვანაზე, მაშინ ცხოველს ადგილზე ჩაუტარებენ შესაბამის სამედიცინო მანიპულაციებს. თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, სამ წელზეა გათვლილი და მთელი ქვეყნის დაფარვას გეგმავს. თუმცა ამ დროისთვის ვეტერინარიის დეპარტამენტი, მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას