ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

18:23, 31.07.2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.6 %-ით გაიზარდა. პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი კი – 7.9 %-ია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ეკონომიკის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორებში.

მსგავსი