4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფის ხუთივე წევრი დაკავებულია. შსს-ს წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დააკავეს, პაატა ბურჭულაძის აყვანა კი სამედიცინო კლინიკაში მოხდა. ასევე დაკავებულები არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდი-ს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.