ბრიფინგი შსს-ში - ბოლო ერთი თვის მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით, ორგანიზებული დანაშაულის გახსნილი ფაქტების ბოლო ერთი თვის მონაცემები გაასაჯაროვა. როგორც კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, ყაჩაღობის ფაქტი გაიხსნა ქუთაისში, კერძოდ საუბარია საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაზე, დაკავებულია დამნაშავე. ამოიღეს ბანკიდან წაღებული თანხაც.

ყაჩაღობის ფაქტი გაიხსნა ხაშურშიც, რომლის საფუძველზეც 4 პირი დააკავეს. ასევე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები ბათუმში, ხაშურსა და ახალციხეში.

ჯამში, ბოლო ერთ თვეში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის გახსნილი ფაქტების ერთი თვის სტატისტიკაც გაასაჯაროვა. ბოლო ერთ თვეში აღნიშნული ბრალდებით 14 პირია დაკავებული.

დატოვე კომენტარი