ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ორ ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.