ბრიფინგი შსს-ში

ჩიტაიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

ყაჩაღობა 8 აგვისტოს ბანკის ექსპრეს ფილიალში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ბრალდებულმა ყაჩაღური თავდასხმის და იარაღის მუქარის შედეგად, ბანკიდან ათი ათასი ლარი გაიტაცა. გამოძიების ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ბანკებზე მომხდარი ოთხი თავდასხმის ფაქტია გახსნილი. დაკავებულია რვა პირი. სამ საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.