პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს და ცხრა ობიექტი დალუქეს თბილისსა და ქუთაისში. საპოლიციო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. დანაშაული ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.