ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

15:06, 07.04.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი, ჯამში – 44 პირია დაკავებული, კიდევ 6 პირს კი – ბრალი დაუსწრებლად წარედგინება​. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.

ბელა ზაქაიძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი