ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
სამართალდამცავებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი. განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. საპოლიციო მოქმედებები ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა. გარდა ცეცხლსასროლი იარაღებისა, ამოღებულია ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.