ბოლო 48 საათში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი. გამოძიება დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. დაკავებული პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები. ნაწილთან უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები. ისინი ბრალდებას არ ეთანხმებიან, ზოგიერთი კი – დუმილის უფლებას იყენებს. დღის მეორე ნახევარში სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.