ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ბელარუსის ორი მოქალაქეა დაკავებული. საუბარია სამ კილოგრამამდე „კოკაინზე”, 13 ათასამდე „ექსტაზის” აბსა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინზე“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თეონა მაჭარაშვილი დეტალებით „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.