საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კონკრეტული საქმის სანაცვლოდ, 400 000 დოლარი მოსთხოვა, საიდანაც მას უცხო ქვეყნის მოქალაქემ, წინასწარ 80 000 ამერიკული დოლარი გადასცა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.