ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მაღრაძემ ბრიფინგზე ბირთვული მასალების უკანონო გავრცელებაზე, ხე ტყის უკანონო ჩეხვაზე, კა-2 კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის, უნებართვო მშენებლობის ფაქტებსა და სხვა თემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, „კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება „შუა რგოლის კორუფცია“.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე

#მოამბე სპეციალური გამოშვება – ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში #LIVE