ბრიფინგი საგამოძიებო სამსახურში

15:01, 21.05.2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ორი პირი. დაკავებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილებში მერის წარმომადგენელი და ამავე ერთეულში მთავარი სპეციალისტი. საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს სამი პირი. საუბარია აფთიაქის ხელმძღვანელზე, ფარმაცევტზე და ექიმზე. გამოძიების ვერსიით, ისინი სისტემატურად, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სპეციალურ კონტროლს, დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. რაც შეეხება მესამე ფაქტს, დააკავეს ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული რეგისტრაციის გარეშე ახდენდა ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას, რითიც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას.

მსგავსი