ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

ჭარვალიანობის დაძლევის გზაზე ხვალ პრემიერ-მინისტრი უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ვაშაძემ მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა.

კახა კალაძემ მის ამ განცხადებას კლოუნადა უწოდა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის დასაძლევად „ქართული ოცნება“ და პრემიერი მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა.

კახა კალაძე მიმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, პრემიერის გადაწყვეტილებას დაელოდონ.