ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო კომისიებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვაქცინირებულები იქნებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები აცრის მსურველებს დაეხმარება და დაარეგისტრირებს. როგორც მდინარაძე ამბობს, ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, საჭიროა ვაქცინაცია.