ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

პარტია „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის ოპოზიციურ პარტიებთან კავშირზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, იმ 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, რომელიც ცესკო-ში დარეგისტრირდა, 20 სხვადასხვა პარტიასთან არის აფილირებული. მისი თქმით, კონკრეტული ორგანიზაციების პარტიებთან კავშირის გამოკვეთა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით მოხდა. „ქართული ოცნება“ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან დაფინანსების წყაროს გასაჯაროებას ითხოვს, პარტია გეგმავს, მათი კვლევის შედეგები საერთაშორისო მონიტორებსაც გადაუგზავნოს.